თელავში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რებილიტაციაზე 36 ათასი ლარი დაიხარჯება
,,ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დაიწყო. მერია არემონტებს შენობის იმ ნაწილს, რომელსაც ესაჭიროებოდა სრული რეაბილიტაცია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოქალაქეებისათვის ახორციელებს ეპიდემიური ზედამხედველობისა და სიტუაციის მართვის, იმუნიზაციის, ანტიბაქტერიულ და სხვა საპრევენციო პროგრამებს საფასურის გადახდის გარეშე. აპრილში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამის შენობაში განთავსდება”, – აცხადებს knews.ge-სთან პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი მურად ფანცქალაშვილი.