ახალი ამბები

1 მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, აკრძალულ პერიოდში ნადირობა ითვალისწინებს საჯარიმო სანქციებს 500-700 ლარის ოდენობით. 
,,იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდა ნადირობის ფაქტი და მოპოვებული ნანადირევით გარემოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, შესაძლოა, პირის მიმართ დადგეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი”,- განაცხადეს გარემოს დაცვის სამინისტროში.