8 მაისს კახეთში მსოფლიო რბენა მესამედ გაიმართება
როგორც knews.ge-ს ღონისძიების ორგანიზატორებმა განუცხადეს, 2016 წლის 8 მაისს ასიათასობით ადამიანი 33 ქვეყნიდან კვლავ გაერთიანდება იმისთვის, რომ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი გახდეს.
„მსოფლიო რბენის შედეგად გამოვლინდება 2 გამარჯვებული – ერთი ქალი და ერთი მამაკაცი. მათ შესაძლებლობა მიეცემათ, მონაწილეობა მიიღონ 2016 წლის რბენაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელსაც თვითონ აირჩევენ. გლობალური ჩემპიონები კი საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო“, – განუცხადეს knews.ge-ს ღონისძიების ორგანიზატორებმა.
ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.