ახალი ამბები

კახეთში გაზის ფეთქებას 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის დიასახლისს გაზქურაზე დარჩა დადგმული წყალი, რომელმაც ადუღების შედეგად გაზის ჩაქრობა და ოთახში ბუნებრივი აირის დაგროვება გამოიწვია. ,,ჰერეთის” ინფორმაციით, აფეთქება კი იმ დროს მოხდა, როდესაც ოთახში მცირეწლოვანი ბავშვი შევიდა.
knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
,,ფაქტზე გამოძიებას სიღნაღის რაიონული სამმართველო აწარმოებს. დანიშნულია ექსპერტიზა. ბავშვის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს”, -განუცხადა knews.ge-ს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა შორენა ჯახუამ.