ახალი ამბები

დღეიდან კახეთში ელექტროენერგია გაძვირდა

ენერგეტიკის სამინისტროს ინ­ფორმაციით, სუბსიდია, რომელიც წელიწადში 4 მილიონ ლარზე მეტს შეადგენდა, კახეთისთვის აღარ გამოიყოფა და მისი გადახდა კვლავ ადგილობრივებს მოუწევთ. კახა კალაძის უწყებაში განმარ­ტავენ, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის მომატება კახეთის მო­სახლეობის სხვა რეგიონების აბო­ნენტებთან თანაბარ პირობებში ჩაყენებაა. რეგიონის მოსახლეობის სუბსიდირების პროგრამა, რომე­ლიც ზამთრის სეზონიდან გამომ­დინარე სამი თვით გაგრძელდა, 2015 წლის 1 დეკემბერს დას­რულდა. 
,,კახეთის რეგიონის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, კერძოდ მათ, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლია ან არ აღემატება 70 000 ქულას, 1 მარტიდანვე ამოქმედდება ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამა. მსგავსი პროგრამა უკვე მოქმედებს საქართველოს დანარჩენ რეგიონებში. პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, რომელთა მიერ ერთი თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა ტოლია ან არ აღემატება 301 კილოვატ საათს, მოხმარებულ ერთ კილოვატ ელექტროენერგიაზე 3,95064 თეთრის ოდენობით შეღავათს მიიღებს.
იმ მომხმარებლებისთვის კი, რომელთა მიერ ერთი თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა 301 კილოვატ საათს აღემატება, ელექტროენერგიის ღირებულება არ შეიცვლება და იგივე დარჩება, რასაც 1 მარტამდე იხდიდნენ”, – განაცხადეს სამინისტროში.