ახალი ამბები

გაეროს ოფისის ეზოში ქართული ქვევრი განთავსდება

როგორც knews.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორგანიზაციის იუბილესთან დაკავშირებით საქართველო ჟენევის ოფისს საჩუქრად იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ ქართულ ქვევრს ჩუქნის. 
ქვევრის დადგმის ოფიციალური ცერემონია გაეროში 2016 წლის 1 მარტს გაიმართება. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძრვანელი მიხეილ ჯანელიძე და გაეროს ოფისის გენერალური დირექტორი ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ. ღონისძიების ფარგლებში გაიხსნება მემორიალური დაფა, გაიმართება ქართული ღვინის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქართული ღვინის დეგუსტაცია. 
სამინისტროს ცნობით, ორიგინალი ზომის თიხის ქვევრი ჟენევაში, ორგანიზაციის ეზოში, სამუდამოდ დაიდებს ბინას. ქვევრი საქართველოში სოფელ მაქათუბანში დამზადდა და მასზე ქართულ და ინგლისურ ენებზე ამოტვიფრულია „საქართველო“, “Georgia”. 
ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ქალაქ ჟენევაში გაეროს განყოფილებაში ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით ტარდება.