ახალი ამბები

თელავში საზოგადოებრივი საპირფარეშოს რეაბილიტაცია დაიწყო

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თელავის მერიაში აცხადებენ, რომ წლევანდელი ბიუჯეტიდან გამოყოფილია თანხა, რომელიც ქალაქში მდებარე რამდენიმე საპირფარეშოს რეაბილიტაციას მოხმარდება. 

,,ჭადრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საზოგადოებრივი საპირფარეშო მუდმივად მუშაობს. ამჟამად დაიწყო იმ საპირფარეშოს რეაბილიტაცია, რომელიც თეატრთან მდებარეობს. ბიუჯეტიდან გამოიყო დაახლოებით 6 000 ლარი. ასევე, მისი მოვლა პატრონობისთვისაც ვითვალისწინებთ თანხას, რომელიც მოხმარდება შესაბამისი პერსონალის შრომის ანაზღაურებას, კომუნალური გადასახადების გადახდას და სხვა”,– განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.