თელავში პოლიციასთან ჩხუბის გამო 7 პირი დააკავეს
თელავში მდებარე კაფე ,,შუა ქალაქში” ნასვამ ახალგზრდებს შორის ჩხუბი მოხდა, რის გამოც პოლიცია გამოიძახეს. თვითმხილველების განცხადებით, სამართალდამცველებსა და ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირებს შორის შელაპარაკებისას, ერთ-ერთმა პოლიციელის მისამართით, ე.წ გაზის იარაღიდან გაისროლა. უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
knews.ge-ს ინფორმაციით, ინციდენტის დროს დაზიანდა კაფის ინვენტარი, დამსხვრეულია შენობის ფანჯრები. დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა პოლიციელმა მცირე დაზიანება სახის არეში მიიღო. ძალოვანებმა ფიზიკური დაპირისპირების მონაწილე პირები დააკავეს. ისინი კახეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
knews.ge-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 239-ე და 353-ე მუხლებით, რაც ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.