გურჯაანში ახალი პოლიტიკური პარტია დაფუძნდა
კახეთის რეგიონულმა ორგანიზაციამ “სახალხო ხელისუფლება” პრეზენტაცია დღეს გამართა. პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ორგანიზაციის სამოქმედო გეგმა გააცნეს. ბრიფინგზე სკაიპით ჩაერთო პარტიის ლიდერი, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისდროს ქვეყნის პირველი პირის რწმუნებული ქვემო ქართლში ლევან მამალაძე, რომელმაც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე შეკრებილებმა სავიზო რეჟიმის გაუქმება და ვაჭრობის აღდგენა რუსეთის პრეზიდენტს სთხოვეს.