ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქვემო ხოდაშენში ბიბლიოთეკას ეწვია

ბიბლიოთეკა ტექნიკურად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით აღიჭურვა.
აბაშიშვილის განცხადებით, პროექტის – “ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას” ფარგლებში კახეთის რეგიონში 45 ბიბლიოთეკას გადაეცა კომპიუტერული ტექნიკა, მრავალფუნქციური ლაზერული პრინტერები და ინტერნეტი მიეწოდა. მისივე ინფორმაციით, ბიბლიოთეკარებმა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გაიარეს. 
,,აღნიშნული პროექტი დაფინანსებული იყო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან და ის ითვალისწინებდა სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაციას. მანამდე აღნიშნული ფონდის დაფინანსებით მოხდა წიგნადი ფონდი განახლდა. გამომდინარე პროექტის წარმატებიდან, ადგილობრივი ახალგაზრდების მაღალი ჩართულობიდან და მოტივაციიდან, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პროექტი გაგრძელდება და მაქსიმალურად იქნება დაფარული მთელი საქართველო. ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ამ ბიბლიოთეკების სახით სოფლებში შეიქმნება საინფორმაციო ცენტრები, რომლებსაც კულტურულ – საგანმანათლებლო კერების დატვირთვა ექნებათ, სოფლის ახალგაზრდებს და დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ შეიკრიბონ და სხვადასხვა საკითხზე იმსჯელონ”,-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.