გურჯაანის რაიონის პროკურორად დავით ნაღებაშვილი დაინიშნა
ნაღებაშვილი ამ დრომდე გლდანი – ნაძალადევის რაიონის პროკურორის თანამდებობა ეკავა. ის პროკურატურის სისტემაში 2001 წლიდან მუშაობს. გურჯაანის რაიონული პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მთავარმა მბრალმდებელმა ლევან ღვედაშვილმა პოსტის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. ინფორმაციას ტელეკომპნაია “გურჯაანი” ავრცელებს.