ახალი ამბები

გურჯაანის გამგეობამ სატელევიზიო მომსახურება 42 000 ლარად შეისყიდა

სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული მედია ორგანიზაცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სატელევიზიო მომსახურებას განახორციელებს ხელშეკრულების დადებიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. გია გერგიძის უწყების ინფორმაციით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკრებულოს სხდომების გადაღება-გაშუქება, მორბენალი სტრიქონების, ვიდეორგოლებისა და დღეში 8-ჯერ ხმოვანი განცხადების მომზადება და განთავსება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ზვიად ბიაშვილმა Knews.ge-ს განუცხადა, რომ სატელევეზიო მომსახურების შესყიდვა მიზნად ისახავს რაიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ მოსახლეობას მაქსიმალურ ინფორმირებას. „ამ მომსახურების შესაძენად ყოველწლიურად ბიუჯეტში თანხა გამოიყოფა. სატელევიზიო მომსახურების შესყიდვით გვსურს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგობის მუშაობის შესახებ მოქალაქეებამდე მეტი ინფორმაცია მივიდეს და და ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში მოსახლეობის ჩართულობა გაიზარდოს“, – განუცხადა knews.ge-ს ზვიად ბიაშვილმა.