საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი დაიწყო
ფერმერი ბონდო ლეკიშვილის კი ამბობს, რომ მას ამ შეღავათით არ უსარგებლია, რადგან მიწის დამუშავებას ვერ ახერხებს. ის ხელისუფლებას დარგის განვითარებისათვის უფრო ეფექტური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
,,თუ მიწის რეფორმა განხორციელდება და ფერმერები საგადასახადო შეღავათებით ვისარგებლებთ, უფრო ეფექტური იქნება. დახმარება ფერმერს ბევრ საკითხში გვჭირდება. ვისაც ფერმერული საქმიანობა აინტერესებს, მას ყველა სიახლე უნდა, რომ იცოდეს, რაც ამ სფეროში ხდება. ჩვენ ბევრი გვაქვს სასწავლი. ეს საგაზაფხულო სამუშაოების ხელშემწყობი ბარათი კარგია, თუმცა ეფექტური ნაბიჯების გადადგმა საჭიროა, რათა მევენახებ ცოტა სული მოითქვას”– განუცხადა Knews.ge-ს ლეკიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბენეფიციარები, რომლებსაც გააჩნიათ 0.25-დან 1.25 ჰექტარის ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი მიიღებენ ხვნის ბარათს, 1 ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით. ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0.25 მდე მიწის ფართობი, წელს ისარგებლებენ 50-ლარიანი აგრობარათით. ბენეფიციარები, რომლებიც 0.25-დან 1.25 ჰექტარის ჩათვლით მიწის ფართობს იყენებენ მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის, მიიღებენ 1 ჰექტარზე 140 ლარის ოდენობის სასოფლო სამეურნეო საქონელს.„მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ 1 დეკემბერს დასრულდება.