ახალი ამბები

კახეთში სახელმწიფო დროშები დაუშვეს

დღეს გამთენიისას რეგიონის ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე დროშები დაუშვეს. კახეთში სახელმწიფო დროშები დღის ბოლომდე იქნება დაშვებული. საქართველო საბჭოთა ოკუპაციიდან 95-ე წლისთავს აღნიშნავს. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა, რის შემდეგაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა.