თელავში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, გლურჯიძე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სოფელ ვარდისუბანში მეზობელმა სპიცით დაჭრა. ამ დროისთვის მანქანა, რომელშიც გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარია, სასტუმრო “ძველ თელავთან” არის გაჩერებული. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიციაა მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე არ ფლობენ ინფორმაციას. “ჯერჯერობით არ ვფლობთ ინფორმაციას. ვარკვევ დეტალებს და შეგატყობინებთ”, – განუცხადა knews.ge-ს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა შორენა ჯახუამ.