ახალი ამბები

ლაგოდეხში გიდების გადამზადება იწყება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლაგოდეხში მომსახურე პერსონალის გადამზადება ტურიზმის განვითარებას ისახავს მიზნად. 
,, გადამზადებული კადრების მუშაობა ამ მიმართულებით სასტუმროების და სარესტორნო ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. გიდების და სხვა მომსახურე პერსონალის გადამზადდება. უახლოეს მომავალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ტურისტული ობიექტისათვის შეხვედრებსაც გამართავენ, რაც ხელს შეუწყობს რაიონში ტურისტების მოზიდვას და მომსახურების დონის ამაღლებას”, – განაცხადეს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.