საერთაშორისო კონფერემციაზე მოსწავლეების გამგზავრების თანხას თელავის მერია დაფარავს
თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ knews.ge-ს განუცხადა, რომ მოსწავლეთა ისარელში ვიზიტს მერიის თანამშრომლებითვის 2016 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული საპრემიო ფონდის ნაწილი მოხმარდება.
“ჩვენი ეს გადაწყვეტილება მოსწავლეებისთვის მოულოდნელი და სასიხარულო აღმოჩნდა. გვინდა, რომ ახალგაზრდები რაც შეიძლება კრეატიულები იყვნენ და ჰქონდეთ ბევრი საინტერესო იდეა, რომლის განხორციელებაშიც თელავის მერია მათ ყოველთვის დაეხმარება. მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენციაში მათი მონაწილეობის ხარჯებს საპრემიო ფონდიდან დავფარავთ”, – განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.
მერიის ცნობით, ისრაელში ეტალონის კახეთის რეგიონის გამარჯვებული და თელავის მერის მიერ დაწესებული სპეციალური ჯილდოს მფლობელი რატი გალახვარიძეც გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კვლევით კონფერენციაში მიიღებს. გალახვარიძე კონფერენციაზე სასკოლო კვლევის ფარგლებში განხორციელებულ ორ პროექტს წარადგენს.