თელავში შუქნიშნები კიდევ ერთ გზაჯვარედინზე განთავსდება
“სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები, რეგულაცია მოიცავს მოძრაობის ახალი მიმართულების დამატებასაც კერძოდ, ჭავჭავაძის გამზირიდან შესაძლებელი გახდება ხიდის გადაკვეთა და მოძრაობის გაგრძელება ქეთევან წამებულის ქუჩის მიმართულებით. გარდა ამისა, დაგეგმილია ქუჩების ჰორიზონტალური მონიშვნაც”, – განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.
გაერთიანებულ გზაჯვარედინზე შუქნიშნების რეკონსტრუქციაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 48 900 ლარი გამოიყო.