ახალი ამბები

ლაგოდეხში მარწყვის პირველი მოსავლის აღება დაიწყო

როგორც Knews-ge-სთან ხილის სათბურის მეპატრონე განმარტავს ესპანური ჯიშის მარწყვის სათბური მან საკუთარი ფინანსური სახსრებით ააშენა. 

,,მარწყვის პირველი მოსავალი უკვე ავიღეთ. პირველ ეტაპზე ველოდებით ხილის მცირე რაოდენობას, შემდეგ ეტაპობრივად მოიმატებს მისი რაოდენობა. ხილის კრეფის პერიოდი დაახლოებით 1 თვე გაგრძელდება,” – აცხადებს knews.ge-სთან გიორგი დარეჯანაშვილი.

ფერმერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კილოგრამი მარწყვის ფასი 15-დან 20 ლარამდე იქნება. მისი შეძენა კი ლაგოდეხისა და თბილისის სუპერმარკეტებშია შესაძლებელი.