ბანკების მომხმარებლებს პროფესიონალები რჩევებს მისცემენ
24-25 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” კახეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია გამოცდილი პროფესიონალებისგან. შეხვედრის თემაა სესხები, დეპოზიტები, საბანკო პროცედურები და ბანკებთან ურთიერთობის წესები, რათა მომხმარებელი იყოს დაცული.
პროექტს “საზოგადოება და ბანკები” „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან“ ერთად ახორციელებს. შეხვედრა გაიმართება თელავში 24 თებერვალს 14:00 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მისამართზე: ვაჟა-ფშაველას #3; ხოლო საგარეჯოში 25 თებერვალს 14:00 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მისამართი: რუსთაველი #240
დაწვრილებითი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ იხილეთ ვებ გვერდზე www.sab.ge
კითხვების შემთხვევაში, დარეკეთ ნომერზე: (032) 240 05 05