გურჯაანში მეფუტკრე ფერმერებს დააფინანსებენ
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. მან გურჯაანელ მეფუტკრეებს აღნიშნული პროგრამის დადებით მხარეებზე და კოოპერატივების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
გიორგი მიშელაძეს თქმით, პროგრამა მეფუტკრე ფერმერებისთვის სკების (ხის, რუტის ან/და დადანი სახეობის ან/და პენოპოლისტროლის), თაფლის საწურის და შესანახი კონტეინერების გადაცემას გულისხმობს.
მისივე თქმით, მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს, ფინანსური დახმარების გარდა საკონსულტაციო მომსახურებასაც გაუწევს.
„პროგრამაში ჩასართავად დარეგისტრირება 29 თებერვლიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობა შეუძლიათ მეფუტკრეობის კოოპერატივებს, რისთვის საჭიროა კოოპერატივის მხრიდან 30 % -იანი ფინანსური თანამონაწილეობა. შეღავათით ისარგებლებენ კოოპერატივები, რომელთა წევრთა 50 % -ს დევნილები და შშმ პირები წარმოადგენენ, მათთვის საჭიროა 20 % -ია ნი თანადაფინანსება”,- განაცხადა გიორგი მიშელაძემ.
მეფუტკრეობის სასოფლო -სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამის“ პირველი ეტაპი 2015 წლის ოქტომბერში განხორციელდა.