თელავში დაზიანებული სახურავების გადახურვის ხარჯებს ქალაქის მერია დაფარავს
ქალაქის მერის ინფორმაციით, დღესვე მოხდება მიყენებული ზიანის შეფასება. ,,მიმდინარეობს მიყენებული ზარალის დათვლა, მომდევნო ორი დღის ვადაში კი, დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რათა მოხდეს დაზიანებული სახურავების კაპიტალური გადახურვა”, – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ძლიერმა ქარმა დააზიანა საცოხვრებელი სახლები, ქუჩებსა და საბაბშვო ბაღის ეზოში დაგლიჯა მრავალწლოვანი ხეები, ასევე ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა კახეთში 40 ათას აბონენტს. ამ დროისათვის ქარი შესუსტდა. ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე კი, აღდგენილია ელექტრონერგიის მიწოდება.