ახალი ამბები

თელავში პირველი საბავშვო ბაღის შენობას ხე დაეცა

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხის წაქცევის შედეგად დაზიანდა ბაგა-ბაღის შენობის ერთი მხარე. საბავშვო ბაღის დირექტორის ნათელა ბასილაშვილის განცხადებით, ბაღში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა. ,,ბაღის ეზოში ბევრი ასწლოვანი ხე დგას. ძლიერმა ქარმა ერთ-ერთი ხე წააქცია და შენობას დაეცა. შენობის პირველ და მეორე სართულზე ფანჯრის ჩარჩოები შემოამტვრია, ჩაიმსხვრა შუშები. შემთხვევის დროს ბაშვები მაგ სართულებზე არ იმყოფებდონენ, გადავრჩით. მერიის სამსახურები დაგვპირდნენ, რომ მოჭრიან ძველ ხეებს და ტერიტორიას გაათავისუფლებენ”, – აცხადებს knews.ge-სთან ბაღის დირექტორი.