კახეთში 40 000-მდე აბონენტი ელეტქროენერგიის გარეშეა დარჩენილი
კახეთის ენერგოდისტრიბუციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში knews.ge-ს განუცხადეს, რომ ქარი ვრცელდება ყვარლის, სიღნაღის, ლაგოდეხის და გურჯაანის რაიონებშიც, რის გამოც პრევენციის მიზნით აღნიშნული ოთხი მუნიციპალიტეტის მოსახლეობასაც შეუწყდა დენის მიწოდება.
“ძლიერი ქარის გამო გადავწყვიტეთ, რომ ელექტროენერგია შეგვეწყვიტა კახეთის 6 მუნიციპალიტეტისათვის. ეს გადაწყვტილება პრევენციის გამო მივიღეთ, რადგან ავარიის შემთხვევაში ჩართულ ქსელს გაცილებით სერიოზული ზიანი აქვს. იმ უბნებზე, სადაც დაზიანებაა, ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები დილის საათიდან არიან გასულები და აღდგენით სამუშაოებს ახორციელებენ. როგორც კი ქარი ჩადგება, ქსელიდან გათიშულ აბონენტებს დაუყოვნებლივ აღუდგებათ ელეტქროენერგიის მიწოდება”, – განუცხადა knews.ge-ს ბექა ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ თელავში ძლიერმა ქარიშხალმა კავკასიონის ქუჩაზე 2 საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, თუმცა არავინ დაშავებულა. შემთხვევა დაახლოებით დღის 12 საათზე მოხდა. ამ წუთებში მიმდინარეობს ჩახერგილი გზის გაწმენდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები, სამაშველო და სახანძრო სამსახურები.