გურჯაანში საინფორმაციო შეხვედრა „ევროკავშირი და საქართველო“ გაიმართება
საინფორმაციო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის „კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი“ ორგანიზებით იმართება. შეხვედრააზე მონაწილეობას მიიღებენ კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრისა და www.eugeorgia.info- ს ანალიტიკოსები:
„ეუ ჯორჯიას“ მკვლევარი მაია გაბულდანი ისაუბრებს ევროკავშირის ბაზრის ათვისების შესაძლებლობებზე, პერსპექტიული პროდუქტებზე, გამოწვევებსა და წარმატებებზე.
www.eugeorgia.info- ს ანალიტიკოსი ზურა მოდებაძე კი ყურადღებას გაამახვილებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობებზე.
შეხვედრა 12:30 საათზე დაიწყება და დისკუსიის ფორმატში წარიმართება.