დავით გარეჯში ვიზიტორთა ცენტრი აშენდება
ამასთან სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში აშენდება ვიზიტორთა ცენტრი და ავტოსადგომი. გათვალისწინებულია მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. სამუშაოებს, რომლის ღირებულება ღირებულება – 1 მლნ ლარია, მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ჯაუნშერ ბურჭულაძის განცხადებით, პროექტის მიზანია, წვლილი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში და ხელი შეუწყოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
„დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს კულტური მემკვიდრეობის ძეგლია. პროექტის ფარგლებში ხორციელდება ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. სამუშაოების დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება, სამონასტრო კომპლექსს წყალი და ელექტროენერგია მიეწოდოს“, – განუცხადა knews.ge-ს ჯუანშერ ბურჭულაძემ.