თელავში ქარმა სახლებს სახურავი ახადა
თელავში ძლიერმა ქარიშხალმა კავკასიონის ქუჩაზე 2 საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. შემთხვევა დაახლოვებით დღის 12 საათისთვის მოხდა. ამ წუთებში მიმდინარეობს ჩახერგილი გზის გაწმენდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები, სამაშველო და სახანძრო სამსახურები.
შემთხვევის ადგილას იმყოფება ქალაქის მერი პლატონ კალმახელიძე აგრეთვე, მერიის შესაბამისი სამსახურები. სამაშველო სამუშაოების გასაცნობად ადგილზე მივიდა კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი. როგორგ knews ge მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მურად ფანცქალაშვილმა განუცხადა, „საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. პირველ ეტაპზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, ხოლო შემდეგ ზარალის დათვლა დაიწყება.“
ამ წუთებში შუქი ქალაქის არც ერთ უბანს არ მიეწოდება. სინოპტიკოსების ცნობით, ძლიერი ქარი დღის ბოლომდე შენარჩუნდება.