სოფელ ბოდბეში საბავშვო ბაღი გაიხსნა
განახლებული სააღმზრდელო დაწესებულება პარლამენტის წევრმა, სიღნაღის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გელა გელაშვილმა გახსნა.
გამგეობაში აცხადებენ, რომ საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 000 ლარი დაიხარჯა.
,,ბოდბის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების რეაბილიტაციის ფარგლებში შენობის იატაკი, კარ-ფანჯარა, სამზარეულო, სველი წერტილები და საკლასო ოთახები მოწესრიგდა. გარემონტების შემდეგ შენობაში ახალი ინვენტარი განთავსდა”,- განაცხადეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.