წინანდალში შშმ პირთა და ქალთა ცენტრი დაფუძნდა
ამისთვის თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 5000 ლარი გამოიყო. ცენტრის ხელმზღვანელმა მერი კაკრიაძემ knews.ge-ს განუცხადა, რომ პროექტის მიზანია თელავის თვითმმართელ თემში მცხოვრები ქალების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობის ხელშეწყობა, ძალადობის ფაქტების გამოვლენა და მდედრობითი სქესის წარმომადგენლების უფლებებისდაცვა, შშმ პირებისა და მათი დედების ინტეგრაცია საზოგადოებაში.
„ჩვენი ცენტრი მოიზიდავს და ასაკის შეუზღუდავად უმასპინძლებს ქალებს. მათ უნდა დავანახოთ, რომ აქ, ჩვენს სოფელში, მონდომბითა და შრომისმოყვარეობით შეგვილია, შევქმნათ ძალიან კარგი გარემო, როგორც შშმ პირებისათვის, ისე მათი ოჯახებისათვის. შშმ პირთა და ქალთა ცენტრი ხელს შეუწყობს საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას. ისინი უნდა დარწმინდნენ, რომ მათზე ზრუნავენ, ფიქრობენ. ცენტრში ჩატარდება შეხვედრები, საუბრები ტრადიციული ოჯახის, მაღალ ზნეობაზე დაფუძნებული ურთიერთიბების, შვილების ქრისტიანული აღზრდის, ცოლ-ქმრობის, ერთგულებისა და შრომისმოყვარეობის შესახებ. დროდადრო მათ მოძღვარიც შეხვდება“, – განუცხადა knews.ge-ს მერი კაკრიაძემ.