წნორში მუსიკალური სკოლის რეაბილიტაციაზე 118 000 ლარი დაიხარჯება
გამგეობაში აცხადებენ, რომ სარემონტო სამუშაოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 118 000 ლარი გამოიყო. სკოლაში სამუშაოებს შპს „თიდა“ ახორციელებს.
,, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში შეკეთდება სკოლის შენობის სახურავი, იატაკი, კარ-ფანჯრები, კედლები და მოწესრიგდება გათბობა”,– განაცხადეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
დავით ჯანიკაშვილის უწყების ინფორმაციით, წნორის მუსიკალური სკოლის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება.