ახალი ამბები

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა

5 ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა. თვითმხილველების განცხადებით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და “ოპელის” მარკის ავტომობილი შეეჯახა. 
სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა შემთხვევის შედეგად დაშავებულები საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში გადაყვანა. ექიმების თქმით, დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შსს-ში Knews.ge-ს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.