ახმეტის გამგეობამ და საკრებულომ 9 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა
კონკურსში მონაწილების მსურველებს გამგეობის 7 და საკრებულოს 2 ვაკანტურ ადგილზე განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (hr.gov.ge) 14 თებერვლამდე შეეძლებათ. გამგეობაში აცხადებენ, რომ ვაკანტურია შემდეგი პოზიციები: პოიურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
საფინანსო – საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსი;
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის წამყვანი სპეციალისტი.
საფინანსო – საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი;
ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტი, კასრისწყალის ადმინისტრაციულ ერთეულში;
ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურში – წამყვანი სპეციალისტი, ასევე სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსი და ზედამხედველობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი;
მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების საკითხებში.
,,ზოგიერთ შტატზე მოვალეობის შემსრულებელი იყო დანიშნული და მათი მუშაობის ვადა ამოიწურა. შესაბამისად კანონის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი აღნიშნულ თანამდებობებზე. კანდიდატს შეუძლია, განაცხადი ერთდროულად 5 ვაკანსიაზე წარადგინოს”,– განუცხადა knews.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა დავით აბულაძემ.
ვაკანტურ ადგილებზე ხელფასი 350–დან 810 ლარამდე მერყეობს. კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად, რომელიც საბუთების გადარჩევას, ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს.
საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ტესტები შედგება 60 კითხვისგან, რომელიც მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, ევროპულ ქარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და ზოგად უნარებს.
კონკურსანტებმა მესამე ეტაპზე გადასასვლელად 51%-იანი ზღვარი უნდა გადალახონ. იმ კონკურსანტებს, რომლებმაც ტესტირებაზე მუნიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, მაგრამ საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მათ დასაქმებაზე უარი უთხრა, კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებული ქულები შეუნარჩუნდებათ.