გავრცელებული ინფორმაციით, კახეთში ღორის გრიპით 2 ადამიანი გარდაიცვალა
ერთი შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა, ხოლო მეორე კი – დედოფლისწყაროში. knews.ge-ს ინფორმაციით, გურჯაანში გარდაცვლილი 55 ქალბატონი ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში მუშაობდა. დედოფლისწყაროში მომხდარ შემთხვევასზე კი ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო qiziti.ge ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სასაზღვრო პოლიციის დედოფლისწყაროს სამმართველოს მესაზღვრე 36 წლის გოჩა ჩითინაშვილი ღორის გრიპის ვირუსმა იმსხვერპლა, თუმცა მოქალაქის გარდაცვალების მიზეზებზე ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა. knews.ge დამატებით ინფორმაციას დღის განმავლობაში მოგაწვდით.