კახეთში წვიმა და თოვლჭყაპია მოსალოდნელი
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურში აცხადებენ, აღმოსავლეთ საქართველოში, 7 თებერვალს რეგიონის უმეტეს ქალაქებში იწვიმებს, მოსალოდნელია ქარიც, ხოლო 8 თებერვალს კი, ნავარაუდევია თოვლჭყაპი. 7-8 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში დღისით მოსალოდნელია +4+8 გრადუსი სითბო, ხოლო ღამით 0 -1 გრადუსია ნავარაუდევი.