ახალი ამბები

ლაგოდეხში 18 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილობივების ინფორმაციით, ახალგაზრდა სახლში ნასვამი გვიან ღამით დაბრუნდა, რამდენიმე საათის შემდეგ კი საკუთარმა დედამ იგი აივანზე ჩამომხვრჩალი ნახა. 
ადგილობრივი მოსახლეობისათვის თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია. გარდაცვლილი ლაგოდეხის მუნიციპალტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში მოხალისედ მუშობდა. ის ლაგოდეხის მოცეკვავეთა ანსაბლის წევრიც იყო. 
შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინიტროს ლაგოდეხის რაიონული სამმართველო იძიებს.