ახალი ამბები

კახეთის რეგიონის რამდენიმე სკოლაში სამი დღით სწავლა შეწყდება

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დღეს მიიღო.
თამარ სანიკიძის უწყებაში აცხადებენ, რომ სწავლა ხვალიდან აღარ განახლდება იმ სკოლებში, სადაც უამინდობის გამო მოსწავლეები გაკვეთილებზე დასწრებას ვერ ახერხებენ. 
“გამომდინარე იქიდან, რომ მეტეოროლოგიური პროგნოზით, უამინდობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, მინისტრის ბრძანებით, სასწავლო პროცესი შეწყდება კახეთის რეგიონის იმ სკოლებში, სადაც სკოლასთან გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა მეტეოროლოგიური პირობების გამო გაძნელებულია. გაკვეთილები კი, მომდევნო შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება”, -განაცხადეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.