ახალი ამბები

დიდთოვლობის გამო კახეთში 9 850 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციაში” აცხადებენ, რომ განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშია შექმნილი, სადაც 10 სოფელში მცხოვრები 6 000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
უწყებაში ამბობენ, რომ დიდთოვლობის გამო კახეთის ენერგოდისტრიბუცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული და ქსელებზე დაზიანებების აღმოსაფრხვრელად ინტენსიური სამუშაოები შეუჩერებლად მიმდინარეობს.
,,დიდთოვლობის გამო კახეთის რეგიონში 25 991 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. მეორე დღეა, რაც კომპანიის ქსელის ექსპლუატაციის ბრიგადები მუშაობენ თოვლისგან დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენაზე. დღეს დილის 09:00 სთ-ის მონაცემებით ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი იყო 25 991 ათასი აბონენტი. ამ დროისთვის 9 850 აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ამ დროისთვის პრობლემები რჩება ყვარლის, სიღნაღის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში. ლაგოდეხში განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა იმ მხრივ, რომ აქ დაახლოებით 10 სოფელია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი. ენერგოკომპანია ყველა რესურსს იყენებს იმისთვის, რომ საღამოს 5 საათამდე ქსელიდან გათიშულ აბონეტებს ელექტროენერგიის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში აღუდგეთ”,- განუცხადა Knews.ge-ს კახეთის ენერგოდისტრიბუციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ.