ხვალიდან კახეთში თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი
დღისით მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამით ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსადმდე დაეცემა. 24-27 იანვარის ღამეს კი ტემპერტაურა კიდევ უფრო დაიკლებს და -4, -8 გრადუსი ყინვა დაფიქსირდება, დღისით კი სინოპტიკოსები, -1, +1 გრადუსს ვარაუდობენ. 30 იანვრიდან ამინდი გაუმჯობესდება და დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება.

