ახალი ამბები

თელავში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შუქნიშნები დამონტაჟდება

,,გზაჯვარედინის დარეგულირების შემდეგ ვფიქრობთ, განვათავსოთ რამდენიმე კამერა. ვინ მოძრაობის წესებს დაარღვევს, აისახება კამერაზე. ვფქირობთ, დაცული იქნება როგორც როგორც მძღოლების, ასევე ქვეითთა უფლებები და უსაფრთხოება”, – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.
შეგახსენებთ, რომ თელავში ორ საკვანძო გზაჯვარედინზე მოძრაობა შუქნიშნებით დარეგულირდა. დავით აღმაშენებლის, კავკასიონის გამზირისა და ვარდოშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, ასევე დავით აღმაშენებლის ქუჩისა და ალაზნის გამზირის გადაკვეთაზე მოძრაობა შუქნიშნებით მოწესრიგებდა.
,,რეგულაციები არ არსებობდა არცერთ გზაჯვარედინზე და ამიტომ ქვეითებს სულ პრობლემა გვექმნებოდა. აღმაშენებლის გზაჯვარედინზე ცალმხრივი გზა გაორმხრივდა რაც ძალიან კარგია. ჭავჭავაძეზე კი სულ პრობლემა იყო, ქუჩიდან ქუჩაზე ვერ გადავდიოდით უსაფრთხოდ, ეხლა გარკვეულწილად დარეგულირებულია, მოქმდებს შუქნიშანიც. სხვა ცენტრალურ ქუჩებსაც თუ მოაწესრიგებენ და ქვეითთა გადასასვლელებსაც თავიდან დახაზავენ, ფერი აღარ ემჩნევა, კარგი იქნება”, – განაცხადა knews.ge-სთან გოჩა რამაზაშვილმა.