ახალი ამბები

თელავში გარდაცვლილის ოჯახმა ქელეხისათვის განსაზღვრული თანხა ბავშვთა სახლებში გადარიცხა

 ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინტერნეტ მომხმარებელი ნიკა თუშაბრამიშვილი წერს. ის არ ასახელებს გარდაცვლილი პიროვნების სახელსა და გვარს. 
“არ შემეძლო არ გამევრცელებინა ეს ამბავი – გუშინ თელავში დავკრძალეთ ჩემი უახლოესი მეგობარი, სახელს და გვარს არ ვწერ, რადგან არ ვიცი რამდენად ესიამოვნება მის ოჯახს. აბსოლუტურად მოულოდნელი, რევოლუციურიც კი და აღსაფრთოვანებელი იყო მისი ოჯახის გადაწყვეტილება: ოჯახმა უარი თქვა ქელეხის გადახდაზე და მთელი შემოსული თანხა გადარიცხა უპატრონო ბავშვთა სახლებში. მე ამ საქციელით ვარ აღტაცებული. ეს არის საქმეც, აწ გარდაცვლილისადმი უდიდესი სიყვარულიც და მიცვალებულის პატივისცემაც”, – წერს ნიკა თუშაბრამიშვილი.