ახალი ამბები

კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

მათ შორის არის კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი 33 წლის გიორგი ბუბუნაური, რომელიც თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე ბუბუნაური დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს უფროსად და თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 
შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენლი შორენა ჯახუა უწყებაში საკადრო ცვლილებებს ადასტურებს. ,,ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა დაწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ, მათ შორის კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა გიორგი ბუბუნაურმაც”, – განაცხადა ,,knews.ge”-სთან შორენა ჯახუამ.
მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია ვინ ჩაანაცვლებს ბუბუნაურს.