ახალი ამბები

ესპანელმა ბიზნესმენებმა შესაძლოა კახური ღორის მოშენება დაიწყონ

ესპანური ფირმა ’’Dereza Ibericos’’- ს პრეზიდენტი და კომერციული დირექტორი კვლევით ცენტრს ეწვივნენ. მათ ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში არსებული ფერმერული მეურნეობები მოინახულეს და ფერმერებსაც შეხვდნენ.
ბიზნესმენების განცხადებით, პროექტი, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება, მიზნად ისახავს საქართველოს ნაყოფისმომცემი ტყეების გამოყენებას და მაღალი საგემოვნო თვისებების მქონე ხორცის წარმოებას, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოეთის ბაზრებისთვის. 
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დედისფერულში მოვინახულეთ ფერმერ ცეზარ ცხვირაშვილის მიერ მოშენებული კახური ღორის კოლტი, რომელმაც ტიპიურობით საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ესპანელ ბიზნესმენებზე. აქვე ჩატარდა საკონტროლო დაკვლა, ხორცისა და ქონის ნიმუში ავიღეთ და საანალიზოდ ესპანეთში გადავგზანეთ. ფერმერებთან შეხვედრები ჩატარდა, ასევე, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლაფანყურსა და ართანაშიც, სადაც საუბარი წარიმართა პროექტის მიზნებზე, ამოცანებზე, მათი ჩართულობის აუცილებლობსა და იმ დიდი რეზერვების გამოყენების შესაძლებლობაზე, რომლებიც ამ სოფლებში არსებობს”,- განაცხაეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში.