თელავში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ამორტიზებული ელექტროქსელი იცვლება

წლების განმავლობაში საყრდენებზე ელექტროგადამცემის რიცხვი მატულობდა კომერციული ობიექტების ზრდასთან ერთად. 
თელავის აბონენტთა მომსახურების ცენტრის უფროსის ნიკოლოზ მაისურაძეს განცხადებით, ელექტროქსელი ე.წ. აბლაბუდას სახე მიიღო, გახშირდა შუქის ავარიული გამორთვები და დაზიანებები.
,,მიუხედავად იმისა, რომ კახეთის ენერგოდისტრიბუცია ფინანსურად არასახარბიელო მდგომარეობაშია, ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება და გამოიძებნა დამატებითი ხარჯები. ქალაქსითვის ძალიან კარგი საქმე კეთდება, კახეთის ენერგოდისტრიბუციის ტექნიკურმა სამსახური ახორციელებს დაქსელილი სადენების დემონტაჟს და მონტაჯდება ახალი დახურული სადენები”, – აღნიშნავს მაისურაძე.
მაღაზიის მეპატრონეების განცხადებით, მათთვის ხელსაყრელია იზოლირებული თანამედროვე ტიპის სადენების დამონტაჟება.
,,გვითხრეს, რომ კომერციული ობიექტებისთვის აღრიცხვის კვანძი შეძლებისდაგვარად ახლოს მოეწყობა. ეს მნიშვნელოვანია. თოვლი რომ მოდიოდა, სულ გვეშინოდა, შუქი ხშირად ითიშებოდა”, – აცხადებს მამუკა ხახუტიშვილი.
თელავში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ამორტიზებული ქსელის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კომპანია დღეს დაასრულებს.