ახალი ამბები

„გარდიანმა“ საქართველო 2016 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებათა სიაში შეიყვანა

გამოცემა წერს, რომ 25 წლის წინ ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო თავგადასავლების მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მიმართულებაა.
„საქართველოს ევროპის ქვეყნებთან შედარებით მცირე რაოდენობის მოსახლეობა ჰყავს, თუმცა სანახავად გთავაზობთ გაცილებით მეტს. ფრენა იაფია და „პეგასუსის“ თვითმფრინავით ბათუმის გავლით შეგიძლიათ კავკასიის მთებში მარტივად მოხვდეთ“,– ამბობს Imaginative Traveller-ის წარმომადგენელი ჰელენ იონგმენი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ დედაქალაქ თბილისში რამდენიმე ახალი ხუთ, ოთხ და სამვარსკვლავიანი სასტუმროა. საქართველოს ღვინის კულტურის გასაცნობად კი ტურისტს რესტორნებში ღვინის დაგემოვნება შეუძლია. კულტურის გასაცნობად, ვიზიტორმა უნდა ნახოს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, რომელიც დეკემბერში ხელახლა გაიხსნა. „გარდიანის“ მიერ გამოქვეყნებულ სიაში საქართველოს გარდა, პუერტო რიკო, ციურიხი, მიანმარი, ლუბლიანა, ბორდო, რიო-დე-ჟანეირო და ტურისტებისათვის მიმზიდველი სხვა ქალაქები და ქვეყნები მოხვდა.