ახალი ამბები

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი პანკისის ხეობისა და თუშეთის 50 მდე სოფელმა მიიღო

 მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, კახეთის 4  მუნიციპალიტეტის 70 მდე დასახლებულ პუნქტს მიენიჭა, – შესაბამისი ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა.

 „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით  მაღამთიანი დასახლების სტატუსი 1582 დასახლებას მიენიჭა. 

დასახლებათა ნუსხა, მთის განვითარებისეროვნული საბჭოს წარდგინებით, 4 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვა კრიტერიუმის: (მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები დაბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიულიმდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესები) გათვალისწინებით, მაღალმთიანიდასახლების სტატუსი მიანიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრისსიმაღლეზე მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევაში, ამ პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმებისგათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრისსიმაღლეზე ქვევით მდებარე დასახლებასაც მიენიჭოს.

ზღვის დონიდან შესაბამის სიმაღლეზე მდებარეობის მიუხედავად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭებათ საქართველოს შემდეგ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში მდებარე დასახლებებს: 

ხევი,მთიულეთი, პანკისის ხეობა, მაღალმთიანი აჭარა, გუდამაყრის ხეობა, ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, ზემოსვანეთი, ქვემო სვანეთი, ლეჩხუმი, რაჭა.  

მაღალმთიანი დასახლებების ნუსხის გადახედვას მთის განვითარების ეროვნული საბჭო 2016 წლის 1 აპრილამდე გეგმავს. 

შეგახსენებთ, აღნიშნული კანონის თანახმად, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებულ პუნქტებში საგადასახადო შეღავათების სრული პაკეტი ამოქმედდა, სოციალური შეღავათები კი, ნაწილობრივ. 

კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირები საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ. მეწარმე სუბიექტები კი, გადასახადისგან თავისუფლდებიან. 

მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებულ პუნტქებში მუდმივად მცხოვრები პირები, სოციალური შეღავათების სრული პაკეტით, 2016 წლის პირველი სექტემბრიდან ისარგებლებენ. 1 იანვირდან კი, სოციალური შეღავათებიდან ამოქმედდა მხოლოდ, ახალ შეძენილ ბავშვზე ფულადი დახმარება. 

ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული პირველი და მეორე ბავშვისთვის, რომელთა ერთ–ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად გაიცემა ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე ბაშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისთვის, 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად არანაკლებ 200 ლარი. 

მიმდინარე წლის 1 სექტემრბიდან სოციალური შეღავათების დარჩენილი ნაწილი ამოქმედდება. კანონის თანახმად, საპენსიო ასაკს მიღწეული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები დანამატის სახით, სახელმწიფო პენსიის 20%–ს მიიღებენ. ანუ, მათი პენსია ყოველთვიურად 216 ლარს შეადგენს. ექიმების ხელფასი, რომელიც ამ ეტაპზე 650 ლარს შეადგენს, 360 ლარით გაიზრდება და საბოლოოდ 1010 ლარს შეადგენს. ხელფასებუ გაეზრდებათ პედაგოგებს და ისინი ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოზე 50%–იან დანამატს მიიღებენ. 

ზამთრის პერიოდში შესაბამისი წლის 15 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 15 აპრილის ჩათვლით, მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრებ პირს, მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50% აუნაზღაურდება, მაგრამ არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა. 

იმ სოფლების, დაბებისა და ქალაქების ჩამონათვალი, რომელსაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭათ, შეგიძლიათ სრულად იხილოთ შემდეგ ბმულზე.   

http://static.mrdi.gov.ge/5684c8e40cf20aa084759834.pdf