ახალი ამბები

31 დეკემბერს, 1-ელ და 2 იანვარს მარხვა თევზით ხსნილი იქნება

პატრიარქმა ასევე ისაუბრა, რომ მრევლის ნაწილს სურვილი აქვს ზოგიერთ ტაძარში საშობაო წირვა დილით ჩატარდეს, რაც მისი თქმით შესაძლებელია. “მოახლოვდა შობა. ზოგიერთი ტაძრიდან გვატყობინებენ, რომ ხალხი ითხოვს დილას ჩაატარონ ლოცვა. ეს შეიძლება. დასაშვებია. ღამით ატარებენ და დილასაც. ასე რომ, თუ ხალხის მოთხოვნაა, უნდა შევუსრულოთ ეს თხოვნა”– აღნიშნა ილია მეორემ.