ახალი ამბები

თელაველმა ფოტოგრაფმა შიშველი ქალის ფოტოსესია შექმნა

“კახეთში ამ მიმართულებით არავის არ უმუშავია. ფოტოგრაფიას ყველა სხვაგვარად უყურებდა. ამ დარგს არ აღიქვამდნენ ხელოვნების ნაწილად, რომელსაც თუნდაც შიშველი სხეულით წარმოეჩინა ადამიანის სილამაზე. მე პირველად გადავიღე გოგონა, რომელიც ჩემთვის გაშიშვლდა. მან თქვა, რომ მე ხელოვნებისთვის ამის გაკეთება შემიძლია. ვერ გეტყვი განვითარდება თუ არა კახეთში ეს ჟანრი, თუმცა ეს არის მაგალითი, რომ ადამიანები უფრო მეტად ჩასწვდნენ ხელოვნებას. ვაპირებ, რომ გავაგრძელო შიშველი ქალების ფოტოსესიის შექმნა”, – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ჩეკურიშვილმა.