ახალი ამბები

თელავში მრავალსართულიანი კორპუსის ფასადის ხელახალი რეაბილიტაცია განხორციელდება

თელავის მერის, პლატონ კალმახელიძის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9000 ლარია გამოყოფილი. 
“აღსანიშნავია, რომ მრავალსართულინი ბინის ფასადს რეაბილიტაცია 2012 წელს თელავში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ჩაუტარდა, თუმცა ფასადზე არსებული ბაზალტის ფილები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მომენტალურად ჩამოიშალა. მნიშვნელოვანია, რომ ფასადის რეაბილიტაცია კაპიტალურად ხდება, და მსგავს შემთხვევას სამომავლოდ გამორიცხავს”, – განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.