თელავში სათვალთვალო კამერების განთავსებისთვის ბიუჯეტიდან 50 000 ლარი დაიხარჯება
თელავის მერის პლატონ კალმახელიძეს თქმით, ეს ხელს შეუწყობს ქალაქში არსებული სიტუაციის დარეგულირებას. ,,ჩვენ გვინდა თვითოეულმა მოქალაქემ თავი იგრძნოს დაცულად და ყველა მოსალოდნელი ხიფათი თავიდან იქნეს აცილებული. აქაურებს საშუალება მიეცემათ საღამოს შვილები მშვიდად გამოუშვან გარეთ. ქალაქში სათვალთვალო კამერების დამონტაჟებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 50 000 ლარია გათვალისწინებული,”– განუცხადა Knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.