სსე-ს მმართველი გუნდი კახეთის რეგიონულ ქსელს ეწვია
შეხვედრის ფარგლებში კომპანიის ხელმძღვანელებმა ქსელების თანამშრომლებს 2015 წლის განმავლობაში კომპანიაში განხორციელებული სამუშაოები გააცნეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის სულხან ზუმბურიძეს თქმით, ქსელი 2002 წელს, თელავის და გურჯაანის ქსელების გაერთიანების შედეგად შეიქმნა და ელექტროენერგიით კახეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტს ამარაგებს.
სსე-ის მენეჯმენტმა მოინახულა ქვესადგურები: “გურჯაანი-220”, “მუკუზანი”, “წინანდალი”, “თელავი”. ასევე, დაათვალიერეს “მანავის ხაზზე” მიმდინარე ოპტიკის გაჭიმვითი სამუშაოები. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, კახეთში ვიზიტით რეგიონული ქსელების მონახულების 2015 წლის პროექტი დასრულდა.